26 Views
“სუხიშვილების“ ხელმძღვანელის ნინო სუხიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა მძიმე ავარიაში მოყვა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. ბიზნესმენი სქროლით გადაადგილდებოდა და კლდეზე გადავარდა.
ანსამბლის მენეჯერს ხატია ეკიზაშვილი ამბობს, რომ დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
“ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურად მძიმედ არის, მაგრამ იმდენად ჯანმრთელი ადამიანია და ეს გვაძლევს იმედს, რომ გამოვა მდგომარეობიდან და კარგად გახდება… ამ წუთას საქმე ნამდვილად არ არის მარტივად”, – განუცხადა “ამბებს” ხატია ეკიზაშვილმა.