ბრიტანულმა გამოცემა, Fourfourtwo-მ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სიაში 37-ე ადგილზე მოხვდა.
„100 საუკეთესო მოთამაშის საბოლოო რეიტინგის შედგენის დროს გვინდოდა, რომ მაქსიმალურად სამართლიანები ვყოფილიყავით. მოთამაშეთა შერჩევისას გავითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიჭი და ტალანტი. ჩვენს სიაში მოხვდნენ მომავალი ვარსკვლავები და ასევე ის შესანიშნავი მოთამაშეები რომელთა თამაშიც გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდება“ – წერია სტატიაში.
გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც წერს: „კვარაცხელია უცნობი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელიც 2022 წლის დასაწყისში სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ სათამაშოდ დაბრუნდა. ახლა კი „ნაპოლიში“ ბრწყინვალე თამაშით „ანგრევს“ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგას. კვარაცხელია, გარემარბია, რომელსაც უყვარს შეტევა, ჭკვიანი მოთამაშეა და კარგად იცის, როგორ გააკონტროლოს თამაშის ტემპი“.