,,წესად არ მაქვს ბრიყვებს პასუხები გავცე, მაგრამ…” – მაია ნადირაძე თინა ხიდაშელს პასუხობს

0
2588
22 Views

მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელს პასუხობს:

,,წესად არ მაქვს ბრიყვებს პასუხები გავცე, მაგრამ ამჯერად სხვა გარემოებაა.
ტვ პირველის ეთერში ჩემ ნათქვამს გამოხმაურებია თინა ხიდაშელი. როგორც ჩანს, პოლიტიკური ბეცის ამპლუაში ყოფნამ ააღელვა და, არც მეტი და არც ნაკლები, რაკი სხვა ვერაფერზე რეაგირებს, ისევ “გირგვლიანის საქმეს” მიახტა.
აქვე ვიტყვი, რომ ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, ვერ მოვახერხე ობიექტური მიზეზის გამო – ანუ, სათანადოდ ვერ გამოვხატე წუხილი და სინანული. ასევე არ მითქვამს მსგავს საქმეებზე ივანიშვილის ყოფილი ადეპტების გულგრილობაზე და მათ პათოლოგიამდე მისულ ობსესიურობაზე.

ვწუხვარ, ვწუხდი და მუდმივად შემაწუხებს ეს ამბავი, განსხვავებით პოლიტიკურად ბეცი ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან, რომლისთვისაც ეს ტრაგედია პოლიტმუშაკური ფინტია. ეს ის მინისტრი და საზოგადო მოღვაწეა, რომელიც რუსი ოლიგარქით ისე იყო აღფრთოვანებული, რომ ვერ “შეამჩნია” მისი მინისტრობის დროს როგორ გააცუკცუკეს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სია სამინისტროდან და მტერს გადასცეს (არც გაბედოთ თქვათ, რომ ეს მერე მოხდა – მერე გამჟღავნდა, თორემ მოხდა “დიდი თინას” დროს).

საკუთარ დანაშაულებს მიხედეთ და თან ისეთს, მონანიებას რომ არ ექვემდებარება.

და ვიდრე ღმერთს ახსენებთ და თავში ხელს შემოირტყამთ, პატივცემულო თინა, რომ თურმე ჩემნაირების ლეგიონია ქვეყანაში, საკუთარ მანქურთებს გადაავლეთ თვალი და გაიხსენეთ ვისი მეცადინეობით ვართ ამ დღეში, სადაც ვართ.
თუ რამე არ გახსოვთ, არ დაგზარდებით და ყველაფერს გაგახსენებთ.”

Cesko