„რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს

0
279
22 Views

აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა.

კალიფორნიის ერთ-ერთ ოლქში ხმების დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკელებს“ წარმომადგენელთა პალატაში 218 ადგილი ექნებათ, ხოლო „დემოკრატებს“ – 211. ჯერჯერობით უცნობია ვინ მიიღებს კიდევ 6 მანდატს. ხმების დათვლა იმის გამო გაჭიანურდა, რომ ამერიკელთა დიდმა ნაწილმა ხმები ფოსტით გააგზავნა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერს კევინ მაკარტის ეს გამარჯვება უკვე მიულოცა. სწორედ მაკარტი გახდება, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატის შემდეგი სპიკერი.

წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ გამარჯვებით ორივე პალატაში „დემოკრატიული პარტიის“ უმრავლესობის ეტაპს დასრულდება. მომავალი წლიდან ნებისმიერი კანონის მისაღებად „რესპუბლიკელების“ თანხმობა იქნება საჭირო.

Cesko