24 Views
თბილისის მეტროში ბავშვს ესკალატორით სარგებლობისას ფეხი ჩაჰყვა. ინფორმაციას ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში თვითმხილველები ავრცელებენ.
“მეტროში ბავშვს, რომ რაღაც შეემთხვა, როგორ არის, ხომ არ იცით? – იკითხა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც ფაქტის შემსწრე ადამიანები გამოეხმაურნენ.
“ფეხი ჩაჰყვა კიბესა და კედელს შორის..მთლიანი ტერფი..საშინელება იყო. ძლივს ამოუღეს”;
“მეც უნდა მეკითხა..საშინელება იყო. პირადად შევესწარი. ახლაც შოკში ვარ..იმედია კარგადაა”, – წერენ სოციალურ ქსელში.
წყარო: „tia.ge”