მამა, პეტრე კოლხი (კვარაცხალია) სოციალურ ქსელში თავის სტუდენტობას და დუხჭირ პერიოდს იხსენებს და წერს, რომ შიმშილის გამო, უცხო ბინაში შევიდა.
“კარლსონი არ ვარ, მაგრამ ბავშვობიდან ბედნიერი ვიყავი, თუ ვინმეს მურაბას მაჩუქებდა…
რთული პერიოდი იდგა, ისეთი, როგორიც ახლა, უმეტესობა შიმშილობდა.
სტუდენტები კი, მუდამ მშივრები, მე განსაკუთრებით ყოველთვის საჭმელს დავეძებდი.
იმხანად, ჩვენი ერთი მეგობარი სტუდენდი მეტრო სამედიცინოს უბანში ქირით ცხოვრობდა. სოფლიდან ჩამოსდიოდათ ნობათი, უმეტესად ჯემი და მურაბა.
ლექციების მერე ძალიან მომშივდა, ხურდებიც არავის აღმოგვაჩნდა, რომ შოთის პური შეგვეძინა…
მოვიფიქრე ინგასთან გავსულიყავით. იმ დღეს ლექცია გააცდინა და დარწმუნაბული ვიყავი შინ იქნებოდა.
ეჭვი არ გამართლდა, შემინული კარი ჩაკეტილი დაგვხვდა, არ დავნებდი და კიბეზე დავსხედით, სადაცაა ეზოს კარს შემოაღებს და თავზე დაგვადგება, მეთქი…
რამდენიმე საათი გავიდა, კუჭმა უარესად შემოგვიტია, მასპინძელი არ გამოჩნდა…
მოქმედების დრო იყო, წასვლას არსად ვაპირებდი…
კარს ვერ შევამტვრევდი, მაგრამ ჩარჩოდან მინის ამოღება შევძელი, ავადმყოფურად გამხდარი ვიყავი და თავისუფლად გავძვერი… მაგიდაზე სამლიტრიანი ქილით მისი აღმატებულება ლეღვის მურადა დამხვდა, ელვის სისწრაფით ნახევრამდე დავცალე… კარს მიღმა დარჩენილი მეგობრები ქოქოლას მაყრიდნენ, ჩვენც რამე მოგვიხერხეო… ბარიერის გადმოლახვა შევთავაზე, მაგრამ ერთ-ერთი გოგონა, ვინც მომყვა, ძალიან პუტკუნა იყო და ჩარჩოებს შორის გაიჭედა… მე ერთიმხრიდან ვაწვებოდი, დანარჩენები მეორე მხრიდან, ძლივს გავათავისუფლეთ..
ბოლოს კართან ჩამოჯდა, შენი ხელით მაინც მაჭამეო და მეორე ნახევარი ლეღვის მურაბა ბოლომდე ჩაიყვანა…
ამასობაში ინგაც მოვიდა… მე აღარ მშიოდა…
მას მერე წლები გავიდა, მურაბებისადმი ჩემი სიყვარული განუზომელია, მაგრამ ,,მოპარული” ლეღვის მურაბა ყველაზე გემრიელი იყო!..”, – წერს პეტრე კოლხი.