პაკისტანელი ქილერი, რომელიც თბილისში ისრაელის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა, ბრალს აღიარებს

0
346
31 Views

ბილისში დააკავეს პაკისტანელი ქილერი, რომელიც ისრაელის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა.

სავარაუდო მკვლელთან ერთად დაკავებულია კიდევ ორი პირი. ერთ-ერთი მათგანი არის თარჯიმანი, რომელიც სავარაუდო დამნაშავეს იარაღებით ამარაგებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქემ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის შესასრულებლად ჩამოვიდა. მისი თქმით, მას მუდმივად ჰქონდა კონტაქტი დამკვეთთან.

მასთან ერთად დაკავებული ორი პირი კი, რომელთაგან ერთ-ერთი ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა და მეორე მისი მეგობარია, ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ისინი პაკისტანის მოქალაქეს საერთოდ არ იცნობდნენ.

სუსის განცხადებით კი, აღნიშნული ორი პირი ქილერს ეხმარებოდნენ იარაღის შეძენაში.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს არანაირი კავშირი არ აქვთ ვიღაც უცხოელი ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებასთან. მასალებით, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, ეს არ იკვეთება. იქ არის მხოლოდ ერთადერთი ადამიანის ჩვენება, რომელიც ამ ფაქტებზე და გარემოებებზე საუბრობს. რაც შეეხება იარაღებს, არანაირი იარაღი არ მიუწოდებიათ იმ პირისთვის, ვინც ვითომდა გეგმავდა უცხოელი ბიზნესმენის ლიკვიდაციას. მსგავსი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებენ. იმ ადამიანმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ვითომდა ამოიცნო ფოტოსურათით. სავარაუდოდ, ესეც არ არის სარწმუნო მტკიცებულება“, – განაცხადა დაკავებული ორი პირის ადვოკატმა.

Cesko