„ამ კვირაში ე.წ. კონკიას კარიბჭე იხსნება, ეს ეპოქალური მოვლენაა კიდევ ერთხელ გეძლევათ შანსი…” – რას ამბობს ასტროლოგი?

0
321
21 Views

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს მიმოიხილავს. მისი განცხადებით, ახალა ცაზე იშვიათი მოვლენა ე.წ. კონკიას კარიბჭე იხსნება, რაც დადებით ასპექტად ითვლება და ბევრ სასიამოვნო მოულოდნელობას გამოიწვევს.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში ცის კაბადონზე კარგი ასპექტი ე.წ. კონკიას კარიბჭეა, ეს ეპოქალური მოვლენაა – იუპიტერისა და ნეპტუნის შეერთება ცაზე, რაც ყოველწლიურად არ ხდება და იშვიათი მოვლენაა. ეს ასპექტი იყო მაისამდე და ახლა კვლავ განმეორდა. კიდევ ერთხელ გაძლევთ კოსმოსი შანსს, ეს განსაკუთრებით კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც გულით მუშაობს, არის ხელოვნების სფეროში, შესაძლოა, გრანდიოზული პროექტები დაიწყოს. ასევე კარგია მათთვის ვისაც უპირობოდ სჯერა რაღაც კარგის. ახლა ინტუიციური ადამიანების დროა, ვისაც აქვს კარგი რამის მოხდენის რწმენა. ამ ხნის განმავლობაში უფრო ლოგიკურ ადამიანებს უჭირთ, იმიტომ რომ ახლა მომხდარი ამბები კანონზომიერებას არ ემორჩილება. აუხსნელად, მოულოდნელად იცვლება გეგმები, ამიტომ ჩათვალეთ იმ ადამიანების, რომლებსაც სულიერების თვალსაზრისით განვითარება სურთ, დრო დადგა“, – განაცხადა სოფია ბზეკალავამ “მთავარი არხის” ეთერში.

Cesko