„შემომიხტა ერთი-ორი ქართველი, კუნაკის და ჟაკმუსის „უფლებადამცველები“, შენიშვნები მომცეს… როდემდე უნდა გვეზიზღებოდეს ქართველებს ერთმანეთი?“ – რის შესახებ საუბრობს მარი ნაკანი?!

0
334
21 Views

ფოტოგრაფი მარი ნაკანი ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფებოდა, სადაც ვენსან კასელისა და თინა კუნაკის გადაღება მოახერხა. როგორც თავად წერს, ა,მ ვიდეოს გამო ერთ-ერთმა ქართველმა, რომელიც პარიზში ცხოვრობს, მარის მიმართ სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა:

@parisphotofair არის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა, სადაც პლანეტის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ფოტოგრაფები. წინა ჩამოსვლაზე გავიცანი ჩემი კერპები #sebastiaosalgado, #joelmeyerowitz , #alexwebb #harrygruyaert. წელს ჩემი ფავორიტი ქალი, რომელზეც ვაფრენ. #viviennesassen და მასთან ერთად ფოტოც გადავიღე და წიგნიც შევიძინე. რომელზეც ვივიანმა ხელი მომიწერა.

ანუ ეს ის გამოფენაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, ფოტოებს უღებენ, კონტაქტებს ცვლიან, საუბრობენ, ათვალიერებენ, ეს ფოტოგრაფების ფორუმია უდიდესი, სადაც არავის უკვირს ფოტოს გადაღება.

გუშინ გიორგის გაშვებული ჰქონდა ლაივი , მთელ გამოფენას წრეს არტყამდა, ყველას უღებდა და პირდაპირ ეთერში ათვალიერებინებდა ჩვენს სტუდენტებს და იმ ქართველ ადამიანებს, ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და აქაურობის ნახვა. მეც არ გამიშვია კამერა ხელიდან, ვაკეთებდი რეპორტაჟს, ვაზიარებდი მასალას ჩემი გამომწერებისთვის. აქ არავინ კრძალავს გადაღებას, პირიქით, ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისთვის კეთდება ეს ყველაფერი.

კუნაკი სრულიად შემთხვევით გადავიღე, ჟაკმუსი ვერც შევამჩნიე, ისე დამაბნია თინას სილამაზემ, ვიღიმოდი და ბედნიერი სახით ვუღებდი, თინას მგონი ნაცნობი ვეგონე და ორჯერ გამომხედა, მერე მკითხა, როგორ ხარო და მე დაბნეულობისგან ვერაფერი ვუპასუხე, აი, ეს იყო მიზეზი რატომაც გაუკვირდა, თორემ კამერა მაგას პირველად არ უნახავს და ადგილიც არ იყო ისეთი, რომ გადაღება იკრძალებოდეს.

მე ვერ მივესალმე, ვერ ვუთხარი კომპლიმენტი, ვერ ვთხოვე მასთან ერთად ფოტო, დარწმუნებული ვარ, უარს არ მეტყოდა, ისე მიღიმოდა მერეც. ვიდეო როცა დავდე, შემომივარდა ერთი ქართველი ბიჭი, რომელიც ცხოვრობს პარიზში და გულისრევის ემოჯიებით, მომწერა, ფუ, როგორ მიახტი თინასო, გოგო გამოფენაზე მივიდა მეგობრებთან ერთად და პირადი სივრცე დაურღვიეო, მოქცევა არ იციო… ჯერ გამეცინა, მერე მეწყინა ეს დამოკიდებულება. სულ მაგაზე ვლაპარაკობ, რომ ბლოგერობა ევროპაში უკვე აღიარებული პროფესიაა და არავინ კრძალავს გადაღებას, არავის არ უკვირს ჩართული კამერა, ეს ბიჭი კიდევ პარიზში ცხოვრობს და მე მელაპარაკება აგდებულად, გულისრევით…

მე მიხარია, რომ გიზიარებთ. მგონი, ბევრს უხარია დათვალიერება. უამრავ ადამიანს არ აქვს ფული, პარიზში ჩავიდეს.. ეს ელემენტარულია რომ მიხვდე, ხო? კიდევ შემომიხტა ერთი-ორი ქართველი კუნაკის და ჟაკმუსის „უფლებადამცველები“, შენიშვნები მომცეს. როდემდე უნდა გვეზიზღებოდეს ქართველებს ერთმანეთი?

ფოტო: გიორგი მამასახლისი“.

Cesko