23 რეალური ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ დედები განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებენ

0
395
560 Views

ისინი კოსტუმებს გვიკერავენ გამოსაშვები საღამოსთვის, ყველა ჩვენს მეგობარს უმზადებენ ლანჩს და მზად არიან ყველაფერი მოგვცენ, რაც გააჩნიათ. თუმცა დედები სხვა სიურპრიზების მოწყობისთვისაც იჩენენ თავს.

მათ წარმოსახვასა და ჭკუამახვილობას საზღვარი არ აქვს, მათ ყოველთვის იციან რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ნებისმიერ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, თუ მათი ლიმიტები შეზღუდულია და დროც ნაკლები აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელები გავიზრდებით, ჩვენი დედების თვალში ყოველთვის ბავშვები ვართ და ისინი ყოველთვის მზად იქნებიან ჩვენს დასახმარებლად.

ჩვენი რედაქცია მზადაა დედების შესაძლებლობები აღიაროს, ამიტომ გთავაზობთ 23 ფოტოს, სადაც დაფიქსირებულია ემოციური, ჭკვიანური, მამაცური და ძლიერი მომენტები.

 

1. მშობიარობის შემდეგ, დედა ისტერიკულად დასცინის თავის ქმარს, რომელსაც ახალშობილის თვალწინ გული წაუვიდა

 

2. ,,ბავშვობაში ზუსტად ვიცოდი, როგორ დამეფასებინა დედა” (წარწერა: დედაჩემმა დღეს ძალიან ბევრი იმუშავა, ამიტომ ის იმსახურებს მიკროტალღურ ღუმელში გაკეთებულ ჰოთ დოგს)

 

3. ამაყი დედა კურსდამთავრებული შვილის გვერდით

 

4. ,,დედაჩემმა 2 წლის წინ თირკმელი მაჩუქა. მე კი მისთვის მხოლოდ ყვავილების ჩუქება შემიძლია.”

 

5. ამ მარტოხელა და ჭკვიანმა დედამ მამიკოსავით გადაიცვა, რათა შვილი წაეყვანა სკოლის წვეულებაზე – ,,დონატები მამებთან ერთად”

 

6. მას სამი შვილი ჰყავს და ყოველდღე 5 ხაზს წერს თითოეული მათგანის შესახებ. ეს ერთ დღეს, როცა ისინი დაქორწინდებიან, მათთვის კარგი საჩუქარი იქნება.

 

7. ეს დედა ძლიერ რეინჯერს განასახიერებს შვილთან ერთად. საჭირო არ არის იყო ბავშვი იმისათვის, რომ გაერთო.

 

8. უსახლკარო დედა შვილს სკოლაში წასვლის წინ აცმევს.

 

9. დედამ შვილის კუებს თბილი სვიტერები მოუქსოვა

 

10. ,,თანამშრომელმა თქვა, რომ დედამისმა მთელ ოფისს მოუმზადა ლანჩი. ჩვენ აღვფრთოვანდით.”

 

11. ყველაზე მაგარი ნიღბების კონკურსი ის არის, როცა დედაშენიც გადაწყვეტს მასში მონაწილეობის მიღებას.

 

12. ,,დედაჩემს ვუთხარი, რომ დღეს ცუდად ვგრძნობდი თავს. ერთი საათის შემდეგ ის სახლში მესტუმრა ამ ყველაფერთან ერთად. მე 30 წლის ვარ.”

 

13. ,,მე მასწავლებელი ვარ კანადაში, დედაჩემმა კი ეს ლამაზი შარფი მომიქსოვა, რათა თბილად ვიყო.”

 

14. ქალიშვილმა დედას სიურპრიზი მოუწყო და სამხედრო განაწილებიდან ადრე დაბრუნდა. დედის ემოციები შეუფასებელია.

 

15. ,,გუშინ დედაჩემმა ბოსტონის მარათონის დაბომბვიდან 9 თვის შემდეგ პირველად გაირბინა. ის ჩემი შთაგონებაა.”

 

16. ,,ხუმრობის ნიშნად დედაჩემს ჩემი სილუეტი გავიგზავნე, როცა საზღვარგარეთ ვსწავლობდი. როგორც ჩანს, ის ძალიან გაერთო.”

 

17. ,,ჩემთვის ეს დედაჩემის ერთ-ერთი საყვარელი ფოტოა, მიუხედავად იმისა, რომ ფოკუსში არ არის მოქცეული. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.”

 

18. ,,დედაჩემი იღიმის მას შემდეგ, რაც ცეცხლწაკიდებული სკოლის ავტობუსიდან 40 ბავშვი გადაარჩინა.”

 

19. ,,ნახეთ ეს გიგანტური ბლედი, რომელიც დედაჩემმა ყაისნაღით მოქსოვა.”

 

20. ასე შემხვდა დედაჩემი აეროპორტში რამდენიმე წლიანი უნახავობის შემდეგ. მთელი აეროპორტის გზა მის მარცხენა ხელში მოქცეულმა გავიარე.”

 

21. ,,მე და დედაჩემი ,,სამეფო კარის თამაშებზე” ყოველთვის ვგიჟდებოდით. წელს, 30 წლის იუბილეზე კი მან ასეთი სიურპრიზი მომიწყო.”

 

22. ,,მამაჩემი ივლისში ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. დედაჩემმა კი ბალიშს მისი პერანგი შემოაკერა, რათა როცა მამა მოგვენატრება, ჩავეხუტოთ.”

 

23. დედები ყველგან ერთნაირები არიან: მზრუნველები და მოსიყვარულეები ყველასთვის.

თქვენ რომელი ფოტო მოგეწონათ განსაკუთრებულად? იქნებ თქვენც გაქვთ მსგავსი ტიპის კადრები შემორჩენილი, სადაც დედაც არის დაფიქსირებული? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ. ან დედებს!

Cesko