რუსეთმა აშშ-ის 200 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

0
275
21 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის 200 მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სანქციების სიაში აშშ-ის პრეზიდენტის და და ძმები შედიან. მოსკოვმა სიაში ასევე შეიყვანა სენატორები, ასევე თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი, ჟურნალისტი ენ ეპლბაუმი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლე პოლ პელოსი. მათ რუსეთის ფედერაციაში ჩასვლა აუკრძალეს.

მანამდე რუსეთმა სანქციების სიაში ამერიკელი მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი შეიყვანა.

Cesko