ერთ-ერთ გადაცემაში ლელა წურწუმია და მამულიჩა მსახიობ გია როინიშვილის ავტოსაგზაო შემთხვევას იხსენებენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადახდათ თავს. ისტორია გადაცემაში ბიძინა ბარათაშვილმა იუმორით მოჰყვა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მწვრთნელი ნინა ილურიძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წურწუმია და მამულიჩა ხარხარებენ ისტორიაზე, რომელიც სხვა ადამიანებისათვის ტრაგედია იყო.
“ვერ შევძელი ამის ბოლომდე მოსმენა!!!
ახლაც მთლიანად ვკანკალებ!!!
რას ყვებიან! რაზე ყვებიან და როგორ ხარხარებენ ისტორიაზე, რომელიც სხვა ადამიანებისათვის ტრაგედია იყო!!!
ჩემთვის იყო უსაშინლესი ტკივილი და ტრაგედია!
როცა 25 წლის გოგო, რომელსაც ერთი ნაკაწრი და შრამი არ ჰქონია მაგ ასაკამდე, უვნებელი გავედი სახლიდან და საღამოს საავადმყოფოში მოვედი გონს!
ნახევარი სახე ნაოპერაციები მქონდა უამრავ ნაკერებში, მეორე ნახევარი კი მთლიანად ჩაშავებულ-გალურჯებული. ისეთ დღეში, რომ 1 კვირა სარკეს მიმალავდნენ, რამე რომ არ დამმართნოდა შოკისგან!!!
ერთი კვირის მერე პალატიდან გავიპარე და ექიმის კაბინეტში სარკე ვიპოვე, დიდი ხანი ვეძებდი სარკეში ჩემს თავს და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, სანამ არ მივხვდი, რომ ის უზარმაზარი ზომის დარტყმებისგან გასიებული, უსაშინლესი შავი სახე, ძაფებით სავსე – ჩემი იყო თურმე!
იმ მანქანაში, რომელსაც გია როინიშვილი დაეჯახა, უკან შემდეგ სხვა შემოგვასკდა და მერე ხეს დავეჯახეთ და სადაც ის ჩინელი იჯდა, მეორე ადამიანი მის გვერდით მე ვიყავი!!!
მაკანკალებს როგორ ყვებიან ამ ამბავს და ხარხარებენ!
ლელა!
მამულიჩა!
ამ ხარხარის უკან ვიღაცისთვის მწარე და საშინელი ისტორია დგას!!!” – წერს ილურიძე.