23 Views
ბრიუსელში დანით თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
თავდასხმა ჩრდილოეთ მატარებლის სადგურთან ახლოს მოხდა. თავდამსხმელს ესროლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით გარდაიცვალა.
თავდამსხმელის მოტივი უცნობია, თუმცა ანტიტერორისტული სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე გამოძიება დაიწყეს.
„ჩვენ საქმეზე კონტროლი ავიღეთ, რადგან არსებობს საეჭვო ტერორისტული მოტივი, რომელსაც დაადასტურებენ ან უარყოფენ გამომძიებლები”, – თქვა სპიკერმა ერიკ ვან დუისმა.