როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში 🍁

November 11, 10:18
0
355

11 ნოემბერს ქუთაისში +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში გამოიდარებს, სადაც დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +13გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ახალციხეში +13 გრადუსი დაფიქსირდება,უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +10, ღამის განმავლობაში კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +9 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო მოსალოდნელი. +14 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი.

გუდაურში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +5 ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღე იქნება. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

Cesko