სუს-ის მაღალჩინოსანი  საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს

November 9, 18:47
0
758

ხაშურში სპეცსამსახურების თანამშრომელი საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს.

სუს-ის მაღალჩინოსანი ირაკლი ჯანელიძე, რომელიც ხაშურის დეპარტამენტს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ჯანელიძე კაბინეტში მარტო იმყოფებოდა და იგი უგონო მდგომარეობაში ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნახა.

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ინფარქტი გახდა.

Cesko