„დავაქორწინეთ, მაშ?!” – დათო ევგენიძემ მესამე ცოლზე ოფიციალურად იქორწინა, ნახეთ ფოტოები ცერემონიიდან

0
643
28 Views

მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ და მის­მა მე­სა­მე მე­უღ­ლემ, ნინო ჟვა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ა­წე­რეს. ცე­რე­მო­ნი­ას მუ­სი­კო­სის შვი­ლე­ბი, ასე­ვე თე­ატ­რი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლიკა ევ­გე­ნი­ძე, რო­მე­ლიც და­თოს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს, ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ი­დან ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს:

ცნო­ბი­ლია, რომ მუ­სი­კოსს საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს და სა­უბ­რობს კი­დეც ხში­რად ამა­ზე. დათო 4 შვი­ლის მა­მაა. პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი, ან­ჟე­ლი­კა ფრან­გი ქალ­ბა­ტო­ნის­გან ჰყავს, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლი­სას შე­უყ­ვარ­და. ან­ჟე­ლი­კა საფ­რან­გეთ­შია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და ოთხი შვი­ლი ჰყავს.

ამის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კო­სი და­ქორ­წინ­და ნინა კა­ლან­და­ძე­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი კი­ნოს ულა­მა­ზე­სი სა­ხის – კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ნი­ნამ და­თოს ორი შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა – ლუკა, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, და ლიკა.

ლიკა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მო­დე­ლია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნა­თე­სავ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, ნიკა ალა­სა­ნი­ა­ზე. მას­თან ლი­კას ორი შვი­ლი ჰყავს – ქალ-ვაჟი. თუმ­ცა ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათი ოჯა­ხი და­ინ­გრა და ლიკა მუ­სი­კოს ნიკა კო­ჩა­როვ­ზეა გა­მიჯ­ნუ­რე­ბუ­ლი.

მე­სა­მედ კი ევ­გე­ნი­ძე ნინო ჟვა­ნი­ა­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მელ­მაც ნი­კო­ლო­ზი გა­უ­ჩი­ნა.

წყარო: ambebi.ge

 

Cesko