მოგზაურობის მოყვარული ცნობილი ფსიქოლოგის უცნობი ცხოვრება: ინტერვიუ ზურა მხეიძესთან

December 3, 20:55
0
361

30 წელ­ზე მე­ტია ატა­რებს ლექ­ცი­ებ­სა და ტრე­ნინ­გებს მარ­თვი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით… აღ­მო­სავ­ლეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფე­სორს აქვს 25 წლი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა, 20-მდე სა­ჯა­რო თუ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას­თან მარ­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში… სხვა­დას­ხვა დროს კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში, მო­ნა­წი­ლე­ობ­და 30-მდე კვლე­ვა­სა და სა­კონ­სულ­ტა­ციო პრო­ექ­ტებ­ში…

ვი­ნა­ი­დან ზურა მხე­ი­ძის ვი­დე­ო­ებს ყვე­ლა­ზე მეტი ნახ­ვე­ბი აქვს, მისი პი­როვ­ნე­ბა უდი­დესს ინ­ტე­რესს იწ­ვევს… ჩვე­ნი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, ცნო­ბილ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ჩვენს შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა…

– ბა­ტო­ნო ზურა, რო­გორ იხ­სე­ნებთ დღეს თქვენს ბავ­შვო­ბას?

– ბავ­შვო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა… სა­ბურ­თა­ლო­ზე, პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ვიზ­რდე­ბო­დი, მერე მი­ე­მა­ტა კორ­პუ­სე­ბი, მაგ­რამ მა­ში­ნაც კარ­გად და­სახ­ლე­ბუ­ლი უბა­ნი იყო .

– ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ემად­ლი­ე­რე­ბა “ქუ­ჩის აკა­დე­მი­ას”, რაც იქ ვის­წავ­ლეთ, სხვა­გან ვერ ვის­წავ­ლი­დი­თო…

– ასე­თი არ ვი­ყა­ვი… ქუ­ჩა­ში პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შემ­ქმნია არც ეგ­რე­თწო­დე­ბულ “ქუ­ჩის აკა­დე­მი­ის” წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და არც არა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძი­რი­თად მე­გობ­რუ­ლი იყო.

– რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ამ პრო­ფე­სი­ას გა­ყო­ლო­დით?

– ამ პრო­ფე­სი­ას რომ გავ­ყო­ლო­დი, მერ­ვე კლას­ში გა­დავ­წყვი­ტე… დე­ტექ­ტი­ვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, კარ­გი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბი თუ ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვს… მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მიყ­ვარ­და ადა­მი­ა­ნის ქცე­ვის ანა­ლი­ზი გარ­კვე­უ­ლად ადა­მი­ა­ნის ქცე­ვის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა შე­მეძ­ლო. ამ ინ­ტე­რე­სის გამო ფსი­ქო­ლო­გი­ას მი­ვა­გე­ნი…რა­საკ­ვირ­ვე­ლია ახლა რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე წვდო­მა ასე­თი ად­ვი­ლი არ იყო, თუმ­ცა რაც დე­ფი­ცი­ტუ­რია, უფრო ძვირ­ფა­სია! ვი­ღა­ცის­გან ნა­თხო­ვა­რი წიგ­ნით, ან თხოვ­ნით ჩა­მო­ტა­ნი­ლით ხდე­ბო­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ხში­რად სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი რომ წა­გე­კი­თხა სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში უნდა წა­სუ­ლი­ყა­ვი… სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში კარ­გი ატ­მოს­ფე­რო იყო, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო იქ ყოფ­ნა. (გააგრძელეთ კითხვა)

Cesko