სკანდალი: „ყდაზე ჩემს ნაცვლად ვიღაც ვულგარული, ჩაფსკვნილი ქალია…მეგონა გადამივლიდა, მაგრამ არა“ – მაია ასათიანმა აღშფოთება ვერაფრთ დამალა

0
434
18 Views

სამი ქართველი ჟურნალისტის მაია ასათიანის, ინგა გრიგოლიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტომ, რომელიც ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჟურნალის გარეკანისთვის ფოტო სწორად არ იყო შერჩეული. ნაწილი კი ფოტომ აღაფრთოვანა და დადებითი შეფასებებიც გააკეთეს.

აღნიშნულ ფაქტს თავად მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ასე ეხმიანება:

„ბოლო წლებია თითქმის აღარასოდეს ვთანხმდები კოლეგებს ინტერვიუ-ფოტოსესიაზე, მერე რომ არ ვინანო… ერთხელ დავუშვი გამონაკლისი და ცხადია, ვინანე. სტატია შესანიშნავია, რისთვისაც მადლობა. იდეაც, ძალიან კარგი, მაგრამ ყდაზე ჩემს ნაცვლად, ვიღაც ვულგარული, ჩაფსკვნილი ქალია.

ფოტო მე თვითონ გავაზიარე. დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ჩემს კოლეგებთან ერთად, ასეთი პრესტიჟული ჟურნალის ყდაზე ყოფნა. მეგონა, გადამივლიდა, მაგრამ არა…“, – წერს მაია ასათიანი.

Cesko