ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ტრაგედია დატრიალდა. ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სვირთან მოხდა. ამბები.ჯი-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილები არიან ზესტაფონის მკვიდრი ორი ახალგაზრდა მამაკაცია: გიორგი აბაშიძე და შმაგი გვალია.
ადგილი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდა, არაერთხელ გამხდარა მსგავსი ტრაგედიის ადგილი.
,,გიორგი ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო. სამშენებლო მაღაზია ჰქონდა ზესტაფონში. ყველა აფასებდა, ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი იყო, უწესიერესი ადამიანი. 34 წლის ბიჭი… სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა ობლად. გაოგნებულია ყველა ამ ტრაგედიით” – უთხრა AMBEBI.GE – ს – გარდაცვლილის ახლობელმა.
განმეორდა 11 წლის წინანდელი ტრაგედია, მაშინაც ხუთი უწესიერესი ბიჭი დაიღუპა ერთ ღამეში. მაშინაც ეს ადგილი და მსგავსი სიტუაცია, ტრაილერს შეეჯახნენ მაშინაც” – წერს ,,ფეისბუში” სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
ამბები.ჯი