35 Views
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები ხელფასების გაზრდას უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ.
ჯანდაცვის სამინისტროსთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციების შემდეგ, დღეს ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიასთან შეიკრიბებიან და ხელფასების 100%-ით გაზრდა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
მათ რამდენიმე თვის წინ პრემიერმინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილიც გაგზავნეს, პასუხად კი ჯანდაცვის სამინისტრო გაფიცულებს იანვრის თვიდან ხელფასების მხოლოდ 10%-ით გაზრდას დაჰპირდა. სასწრაფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს შეურაცხმყოფელი შეთავაზებაა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, რადიკალურ ზომებს მიმართავენ.