“რატომ დარჩა უფალი გაოცებული: ერთ მშვენიერ დღეს, ბოროტი, ესტუმრა ადამიანს, უთხრა…”  

0
656
24 Views

რატომ დარჩა უფალი გაოცებული?
მოკლედ, მე ასე ვიაზროვნე, ეს ჩემი აზრია, თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ არა!
ერთ მშვენიერ დღეს, ბოროტი, ესტუმრა ადამიანს, უთხრა: ვხედავ, რომ არაფერი არ გაგაჩნია, არ გაქვს საცხოვრისი, არ გყავს მანქანა, არ გაქვს ვილა, აგარაკი და ა.შ. გინდა, რომ ეს ყველაფერი გქონდეს? ადამიანმა გაკვირვებით შეხედა ბოროტს, არც დაფიქრებულა, პირდაპირ უპასუხა: დიახ, მინდა, რომ მქონდეს ეს ყველაფერი, უფრო მეტიც მინდა, უფრო მეტი რაღა უნდა იყოს? _ გეტყვი:_ მინდა ვმართო ხალხი, სკამი, კაბინეტი, კარგი აპარტამენტით მინდა. ბოროტმა უსმინა ადამიანს და უთხრა:_ კარგი, მოგცემ მაგ ყველაფერს, ერთის სანაცვლოდ._ რის სანაცვლოდ? მომყიდი? მე ხომ ფული არ გამაჩნია? ბოროტმა უთხრა:_ არა, რად მინდა შენი ფული, ფულს და ყოველგვარ სიმდიდრეს მე გაძლევ, შენ მხოლოდ შენი სული მომყიდე, ყოველივე ამის სანაცვლოდ.

კარგი, დაეთანხმა ადამიანი, ამოიღო პირიდან სული, მუჭში დაიკავა და ბოროტს გაუწოდა, თან გაიფიქრა:_ მაგის დედაც ვატირე, რაში დამჭირდება ეს სული? ეს ხომ ერთ მუჭაში ეტევა? ის კი რამდენ რამეს მაძლევს ამის სანაცვლოდ? კარგიო, დასტური მისცა ბოროტმა და გაეცალა ადამიანს.
მეორე დღეს გაიღვიძა ადამიანმა, გამოვიდა გარეთ, დაუწყო ბოროტს ძებნა, ან რად უნდოდა ძებნა? ის ხომ უკვე თვითონ გახდა ბოროტი? წავიდა, სიბოროტით შეიძინა უზარმაზარი საცხოვრისი, კარგი მანქანა, აგარაკი, ვილა, უამრავი თვალ მარგალიტი, იფიქრა ეხლა ისღა დამრჩენია, წავიდე და კარგი შარვალ კოსტუმით გამოწყობილი, ჩემს კაბინეტ_ აპარტამენტში მოვკალათდეო, წავიდა, კარგად გამოაყობილი,შევიდა, უძვირფასესად მოწყობილ კაბინეტში, ჩაჯდა ოქროთი მორთულ სავარძელში და დაიწყო მუშაობა,უამრავი ხალხი ეწვია, ყველა სთხოვდა, ეხვეწებოდა, შენს გვერდით ვიქნები, ოღონდ გვიმსახურე, მე, მძღოლი ვიქნები შენი, მე სახლს დაგილაგებ, მე ტანსაცმელს გაგირეცხავ, მე ფეხსაცმელებს გაგიპრიალებ, ბოროტმა უსმინა მათ და ყველა დაასაქმა, ყველა ჩააბა თავის სამსახურში, ოღონდ, ყოველ მათგანს სული სთხოვა სანაც ვლოდ, მათაც არ დააყოვნეს და თავიანთი სული ბოროტს ჩაუდეს ჯიბეში.

ცხოვრობდა განცხრომით ბოროტი, მასთან ერთად განცხრომით ცხოვრობდა ყველა სულ გაყიდული. ასე გალია ცხოვრება ადამიანმა ქეიფ_ გრიალ_ გუგუნში.
ერთ დღესაც, როდესაც თავის ძვირადღრებულ აპარტამენტში იმყოფებოდა, კარზე არც კი დაუკაკუნებია, ისე ესტუმრა,მას უცხო, ვინ ბრძანდები? _ჩემთან კარზე დაუკაკუნებლად ვერავინ შემოდის, შენ ვინ ხარ, რომ ამდენს ბედავ?_მე? შენ მე არ მიცნობ, მე სიკვდილი მქვია,_ მერე, რა გინდა? ვინ გამოგაგზავნა? რას ითხოვ? _ მე უფალმა გამომგზავნა, უნდა წაგიყვანო, _ სად? სად უნდა წამიყვანო? მე აქაც კარგად ვგრძნობ თავს, აი უფალი, რომ ახსენე, მე მას საერთოდ არ ვიცნობ, არც კი მინდა ვიცნობდე, _ შენ კი არ იცნობ, ის კი გიცნობს,ჰოდა შენი ნახვა მოისურვა, უნდა წამომყვე, ადამიანმა იხმო ბოროტი სული_ სულო ბოროტო, ეს კაცი ამბობს სიკვდილი ვარო, უნდა წამომყვეო, მე კი წაყოლა არ მსურს, უთხარი, რომ არ წამიყვანოს, შენ ეს ხომ შეგიძლია? ბოროტმა სულმა კისერი მწარედ მოიგრიხა და მიუგო:_ არა, ადამიანო, შენ კი მომეცი სული, მაგრამ მე არ შეგპირებივარ, სიკვდილისაგან გიხსნიო,ამიტომ უნდა წაჰყვე მას.მიუგო ბოროტმა სულმა, კარგი, წავყვები, მაგრამ ეს ამდენი ქონება? ვის დავუტოვო? ან ფეხით როგორ წავყვე? მე ხომ მანქანით სიარულსა ვარ ნაჩვევი? ნუ ნერვიულობ, მფრინავი ხალიჩით მიგაფრენ უფალთან, იქ კი ეს ყოველივე აღარ დაგჭირდება,რა გაეწყობოდა, უმალ მოფრინდა, მფრინავი ხალიჩა, სიკვდილმა დააჯინა ადამიანი და ეახლნენ უფალს.

საოცარი ნათელი იფრქვეოდა ირგვლივ, ადამიანი ამ ნათებას თვალს ვერ უსწორებდა. უცბად გაისმა ხმა:_ აჩვენეთ ადამიანს სამოთხე, უმალ გაჩნდნენ ფრთიანი ანგელოზები და ადამიანი წაიყვანეს სამოთხეში, ადამიანმა იხილა ის, რაც დედამიწაზე ცხოვრებისას მის თვალს არ ენახა, შემდეგ, ისევ გაისმა ხმა:_ ეხლა აჩვენეთ ჯოჯოხეთი, ანგელოზებმა ადამიანს აჩვენეს ჯოჯოხეთიც, შემდგომ ისევ უფალთან დააბრუნეს. უფალმა ჰკითხა: _ შენ, ადამიანო, იხილე, სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც, აირჩიე, რომელი მათგანი გირჩევნია? სად გსურს დარჩენა? ადამიანმა დაუფიქრებლად მიუგო_ აი, იქ, პირველად, რომ ვიყავი, მგონი სამოთხე ერქვა.მოგეწონა იქაურობა? კი, მომეწონა, იქ სადაც ვცხოვრობდი, მას ერთი ათასად სჯობია, აი, იქ დავრჩები, _ ეგ როგორ? სამუდამოდ? _ ისევ ჰკითხა უფალმა._ კი, სამუდამოდ, მიუგო ადამიანმა.კარგი, მაშინ მიბოძე შენი სული და მე სამუდამოდ დაგტოვებ სამოთხეში._ ეგ როგორ? მე ხომ სული ბოროტს მივყიდე?_ მიუგო ადამიანმა თან დასძინა:_ უფალო, მე ბევრი ადამიანის სული მაქვს ნაყიდი, მოდი, იმათ სულებს სულ შენ მოგყიდი, ოღონდ სამოთხეში დამტოვე. ეგ როგორ? შენი სულის სანაცვლოდ, სხვის სულებს მთავაზობ?_ უფალი გაკვირვებული დარჩა.
ჩემო საყვარელო მკითხველო, რაც ამ პოსტში დავწერე, ეს არც მოთხრობად მაქვს დაწერილი და არც ჩემს არც ერთ წიგნში არაა შესული, უბრალოდ უხილავმა ძალამ დამაწერინა, ვწერდი და მეც არ ვიცი, რას ვწერდი, უბრალოდ ვაზროვნებდი და კლავიატურაზე ვკრეფდი სიტყვებს.

მოკლედ მე ასე ვიაზროვნე, მე არა, რაღაც უხილავმა ძალამ.თქვენ გნებავთ დამეთანხმეთ, გნებავთ არა. მადლობა უფალს ყველაფრისათვის.

თქვენი მონა მორჩილი არსენ (მახო) ლომსაძე.
უფალს ებარებოდეთ.

 

Cesko