ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ? – ანრი ოხანაშვილი

November 4, 14:03
0
276

მე არ ვიცი, ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით – იმ პირთა შორის, ვინც დღეს შეწყალებაზე საუბრობს, არიან ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებდნენ – ვის მიმართავენ შეწყალებაზე, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?! მაშინ ვკითხოთ მათ, როდის გახდა მათთვის საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმური და თუ აქამდე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებდნენ, რა საფუძვლით შეიცალა მათი ეს მოსაზრება?! – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე გააკეთა.

„პატივი უნდა სცენ სასამართლოს ინსტიტუტს და თავი შეიკავონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისეთი შეფასებისგან, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც სასამართლოს ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევად. შეფასებებში საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და ზომიერება. ინდივიდუალური მოსამართლის საქმიანობა არის დამოუკიდებელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამას ხელი შეეწყოს და არა პირიქით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Cesko