ირაკლი კობახიძე: შარშან და წელსაც გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

November 4, 11:25
0
293

ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ შარშან აღვადგენდით იმ მდგომარეობას, რაც გვქონდა კოვიდამდე, ეს დაპირება გადაჭარბებით შესრულდა გასული წლის ბოლოს და წელს უკვე გვაქვს კიდევ ერთი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი live“-ში განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით იქნება სამჯერ მეტი. ეს ნიშნავს ბევრად მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს, სოციალური დაცვის შესაძლებლობას.

„როდესაც ხდება რეცესია, ანუ ვარდნა, ეს საზოგადოებაზე უფრო მეტად იგრძნობა. გახსოვთ, კოვიდის დროს მხოლოდ 6.5% ვარდნა გვქონდა, მაგრამ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, რამდენი ბიზნესი დაიხურა, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. ეს მოხდა 6,5%-ის პირობებში. ახლა გვაქვს ამის საპირისპირო მაჩვენებელი უკვე შარშან და წელსაც გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ხშირად საუბრობენ იმაზე, ადამიანებს ეტყობათ თუ არა. რა თქმა უნდა, ეს ვერ დაეტყობა მოსახლეობის 100%-ს მაგრამ ეს ნიშნავს რას, რომ წარმოვიდგინოთ კონკრეტულ მაჩვენებლებში, მაგალითად ბიზნესის ბრუნვა გასული წლების განმავლობაში გაიზარდა დაახლოებით 50%-ით, სულ რაღაც მოკლე პერიოდზეა საუბარი. შემოსავლები, საშუალოდ მოსახლეობის ანაზღაურება გაიზარდა ასევე დაახლოებით 50%-ით. დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი ამ წლებში გაიზარდა 210 ათასით. მომავალი წლის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით იქნება სამჯერ მეტი. ეს ნიშნავს ბევრად მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს, სოციალური დაცვის შესაძლებლობას და გვაძლევს რაღაცების გაზრდის საშუალებას. რაც შეეხება ინფლაციას, ამ რეალურ ზრდაში არ შედის ინფლაცია, როცა ვსაუბრობთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, ეს არის ინფლაციის გამოკლებით რეალური ეკონომიკური ზრდა. ნომინალური ზრდა არის ბევრად მეტი, იმიტომ, რომ ამას ინფლაციაც ემატება, მაგრამ ეს არის რეალური ეკონომიკური ზრდა, რასაც ბუნებრივია, აკლდება ინფლაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Cesko