დავით მაღრაძე სანქციებზე: ინდულგენციებია, ახალი ტიპის ინკვიზიცია: გადამიხდი? არ დაგასანქცირებ. არ გადამიხდი? დაგასანქცირებ

October 28, 10:54
0
328

როდესაც ასეთი ცდუნების წინაშე დგება ადამიანი, რომ მე ვისაც მინდა დავასანქცირებ და ვისაც მინდა არ დავასანქცირებ, ეს იქნება გამოძალვის წყარო. ინდულგენციებია, ახალი ტიპის ინკვიზიცია: გადამიხდი? არ დაგასანქცირებ. არ გადამიხდი? დაგასანქცირებ, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ვისაც აქვს საშუალება, მას დაემუქრებიან დასანქცირებით, მაგრამ ეს გადავა აბსურდის თეატრში, იმიტომ, რომ მერე საქართველოს მთავრობაც ხო ვიღაცას დაასანქცირებს. ვთქვათ, არესტოვიჩს. მერე ვიღაცას აზერბაიჯანში დაასანქცირებენ, მერე აზერბაიჯანი დაასანქცირებს ამათ და ბოლოს იქნება დიდი აბსურდის თეატრი. შუა საუკუნეების ინკვიზიცია თავისი ინდულგენციით გადათარგნო 21-ე საუკუნის ენაზე და უფლება მისცე ადამიანებს გამოძალვის, ასე ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით, არესტოვიჩი ისეთ ხიბლშია, არ გაუკვირდება, რომ მან თავი ქრისტედ გამოაცხადოს ან ანტიქრისტედ. „ისეთ ხიბლშია, რომ არ მგონია განსხვავებას ხედავდეს და ორივე მისაღები იქნება მისთვის“, – აღნიშნა მაღრაძემ.

Cesko