31 Views
შერონ სტოუნი ადამიანებს მოუწოდებს, რომ ექიმის პირველივე დიაგნოზს არ ენდონ და აუცილებლად გადაამოწმონ.
როგორც 64 წლის მსახიობი ყვება, მკურნალობის მიუხედავად, ტკივილები უმწვავდებოდა. მას შემდეგ გადაწყვიტა, რომ სხვა ექიმთანაც მისულიყო და როგორც აღმოჩნდა, მას არასწორი დიაგნოზი ჰქონდა დასმული. სინამდვილეში დიდი ზომის ფიბროიდული კარცინომა ჰქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა ამოკვეთილიყო.
“განსაკუთრებით ქალბატონებს მივმართავ: ნურავის ააგდებინებთ თავს! სხვა მოსაზრებასაც მოუსმინეთ, ამან შესაძლოა სიცოცხლე შეგინარჩუნოთ!“ – წერს ის.
მკურნალობის შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავს, მსახიობი რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება.