რის სანაცვლოდ მოხდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აღნიშნული დანაშაული – რას აცხადებს ჯონდი ბაღათურია

0
508
22 Views

სააკაშვილმა სამშობლო გაყიდა და ალიევს ლამაზი თვალების გამო, ხომ არ დაუთმობდა ამ ტერიტორიას. აქ ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ როგორღაც ეს თემა ჩვენ ისე უნდა გავიაროთ, რომ ქართულ საზოგადოებაში აზერბაიჯანული მხარის მიმართ წყენა არ გაჩნდეს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ დავით გარეჯის ქედის კუთვნილების საკითხზე საუბრისა განაცხადა.

ჯონდი ბაღათურიამ ისაუბრა, თუ რის სანაცვლოდ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აღნიშნული დანაშაული.

„ბევრმა იცის, რომ ერთ-ერთ ტრანსნაციონალურ კომპანიაში ამათ მისცეს წილი. მაშინ სააკაშვილმა ერთ-ერთი თავისი მინისტრი, იგი თანამდებობიდან გადადგა და როგორც ე.წ. მოლარედ იქ ჩაისვა. ბოლო ერთი წელია აღარ გადამიმოწმებია, ყოველ შემთხვევაში ერთი წლის წინ ის კაცი იქ წილებზე ოპერირებდა.

სააკაშვილმა სამშობლო გაყიდა და ალიევს ლამაზი თვალების გამო, ხომ არ დაუთმობდა ამ ტერიტორიას. აქ ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ როგორღაც ეს თემა ჩვენ ისე უნდა გავიაროთ, რომ ქართულ საზოგადოებაში აზერბაიჯანული მხარის მიმართ წყენა არ გაჩნდეს. ისინი ამაში დამნაშავე არ არიან. რა თქმა უნდა, მას უნდა სტრატეგიული სიმაღლე რომ ჰქონდეს და ჩვენც გვინდა, რომ სტრატეგიული სიმაღლე გვქონდეს“, – განაცხადა ბაღათურიამ.

Cesko