“კარგად ვიცი თქვენს შორის კულუარული გარიგების დეტალები, შემოწირულობისაც…” – თამარ ბუჩუკური ნინო ბურჯანაძეს

0
1163
22 Views

ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური აქვეყნებს წინა ხელისუფლების პერიოდში, შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს და წერს:

“TV პირველზე, “პოლიტიკურ ამბებში” დიანა ტრაპაიძემ ანზორიკოს დედა, ნინო ბურჯანაშვილი იგივე ნინო ბურჯანაძე-ბიწაძისა სტუდიაში იხმო და ზურაბიშვილის ქმედებები შეაფასებინა.

“ბოდიში მოიხადა სალომე ზურაბიშვილმა?” – დასვა რიტორიკული შეკითხვა პუტინის დაქალმა ნინომ და ჩაიღიმა.

მეც გამეღიმა – ოღონდ ბურჯანაძეზე. სალომე ზურაბიშვილის მცველად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ ეს ქალი, ბურჯანაშვილი რომ აქტიურ პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება და ამისთვის “გამიზნულ და საჭირო” განცხადებებს აკეთებს, ცხადია.

ბურჯანაძე-ბიწაძისა რომ ზურაბიშვილს ან ვინმეს ამუნათებს, უკვე სირცხვილია, ზუსტად ერთი და იგივე კლასტერია. მაშინ, თინეიჯერ შვილ ანზორიკოსთან ერთად რამდენიმე ქართველის მკვლელობას ოცნებობდა იმისთვის, რომ ორჯონიკიძის მსგავსად წითელ არმიას თბილისისკენ გამოძღოლოდა. “პრორუსები არიან 50% ხო?” – ამბობს ნინო. ამის გარდა, რუსულ არხზე თქვა: “საქართველოში მოღალატედ გამომაცხადებენ, მაგრამ მაინც ვიტყვი: აგვისტოს ომში, სამხედრო მოქმედებებში ჩართული იყო სააკაშვილი!” – თქვა ბურდჟანაშვილმა.

ხოდა ქ-ნო არა, ქ-ბატო ნინო, არც ამნეზია გვაქვს და არც მოძღვრები ვართ, ბოდიშის მერე რომ შეგინდოთ თქვენი ოცნება და მცდელობა – გაწითლებულიყო საქართველო 1921-ის მერე ისევ…

თქვენ დიდი ხანია პოლიტიკურ სანაგვეზე ხართ და იქიდან ამოსვლის მცდელობაც კი სირცხვილია, სადაც იდგებით, არასოდეს არცერთი თავმოყვარე ქართველი იქ არ დადგება! თქვენ იყავით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც მელია კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ბევრი თანამოაზრისთვის. კარგად ვიცი თქვენს შორის კულუარული გარიგების დეტალები, შემოწირულობისაც და თქვენი უკვე ნატაშა ანზორიკოს მოძრაობებიც ძველ ენმ-ში… TV პირველი კი გახარია-ბურჯანაძის გათეთრებით რატომაცაა დაკავებული, ესეც მარტივად მისახვედრია. 26 მაისის საქმე სააკაშვილის ერთ-ერთი ეპიზოდია თქვენი დიდი მონდომებით და ახლა ის რომ პატიმრობაში კვდება დიდი წვლილი მიგიძღვით… თქვენ ისეთივე ოპოზიცია ხართ, როგორც – ინაშვილი, ინჯია, ბედუკაძე და ა.შ.”

Cesko