19 Views
პირდაპირ გეუბნებით, ჩემდა სამწუხაროდ პრაქტიკულად თქვენ მხარე ხართ, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ წამყვანს, ეკა კვესიტაძეს.
კვესიტაძე დაინტერესდა, თუ ვის მხარეს წარმოადგენდა მათი ტელეკომპანია.
„არ ვიცი, ვისი მხარე ხართ, არაობიექტური ხართ. პირდაპირ გეუბნებით, ახლა მე რომ სერიოზულად დავიწყო საუბარი, რომ თქვენ, ტელეკომპანია „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ რატომ არ ერთიანდებით, სერიოზული ვიქნები? რატომ არ ერთიანდებით?“, – განაცხადა მელიამ.