„დავხვრიტოთ ბარემ, ან გავაციმბიროთ…“ – როგორ ეხმაურებიან მანანა მანჯგალაძე და განო მელითაური თამარ მაყაშვილის სპექტაკლებიდან მოხსნას

0
491
44 Views

თამარ მაყაშვილის მიერ „იმედში” ბეშუმურ კაბებზე გაკეთებულ განცხადებას დიდი სკანდალი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, ბათუმის თეატრმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა.

ამ თემას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმიანება. მათ შორისაა ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე:

„არ ვარ თამარ მაყაშვილის გულშემატკივარი, უფრო მეტიც, მისი გამოჩენა ეთერში ჩემთვის ნიშნავს ხმაურს და უაზრო ლაპარაკს. ის სიტყვებიც მაშინვე მომხვდა ყურში და არ ვიცი, რა დავარქვა… ახლა ტელევიზორში ისეთ ხალხი ჩანს, თამარ მაყაშვილი კი არა, აგერ ბიბი თუ ბაბი გახდა უცებ ნანი ბრეგვაძე… სრული აღრევა გვაქვს ყველაფერში…. და მაინც, საზოგადოებამ აიძულა – გაითავისა თუ არ გაითავისა, ბოდიში მაინც მოიხადა. და ეს სწორი იყო საზოგადოების მხრიდანაც და მისაგანაც. ანუ თავის საქციელზე პასუხი აგო. ამის მერე გაცილებით უფრო მეტად დაუკვირდება თავის სიტყვებს და სხვებისთვისაც იქნება ეს მაგალითი.

მაგრამ, ხალხო, სპექტაკლიდან მოხსნა რა უბედურებაა… გადაირიეთ. ეს უკიდურესობები, ეს რაღაც სახალხო სასჯელები, დავხვრიტოთ ბარემ, ან გავაციმბიროთ.

იმავე თემაზე წერს განო მელითაურიც:

„აღშფოთებულო ბულ-ერო!

ფსკერს ქვემოთ ხართ ყველა ვისაც ამაში წვლილი გაქვთ! ალბათ მეცხრე ცაზე ხართ, რომ ადამიანმა სამსახური დაკარგა!

100%-იანი მხარდაჭერა მთელ თქვენს ულამაზეს ოჯახს!

ფ ს კ ე რ ი”.

მანამდე ამასთან დაკავშირებით საკუთარი კომენტარი დაწერა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემაც:

„გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან, ეს რა უბედურებაა, მართლა რა ხდება? ერთი უწყინარი ხუმრობის გამო თამარ მაყაშვილს რა დღე დააყარეს, კომპარტიაა თუ რა ხდება, აჭარაზე და აჭარლებზე ვგიჟდები, მაგრამ ეს რა დამოკიდებულებაა, მართლა არ მესმის! გარიცხეს ანუ თეატრიდან? მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები! მე მაპატიეთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია! თუ შეეშალა, ბოდიშიც მოიხადა!

თამარ მაყაშვილი, მიყვარხარ ჩემო ოქრო, ეს ისტორიაში ჩაიწერება!”

Cesko