სამყაროში, დღის წესრიგს მატერიალიზმი ქმნის, ფულის გონივრულად ხარჯვა სიბრძნის ნიშანია. დღეს, ძალიან ადვილია ფინანსური რესურსების გაფლანგვა და ისეთი ნივთების შეძენა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას არანაირ ღირებულებას არ მატებენ. თუმცა, ფულით, ასევე შეიძლება *იყიდოთ* ისეთი *ნივთებიც*, რაც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიან.
#1 – არასოდეს შეწყვიტოთ ცოდნის მიღება.
დაიმახსორეთ, თქვენი გონება და თქვენი მისწრაფებები თქვენი ცხოვრების უდიდესი ფასეულობაა.საკუთარ სწავლასა და განათლებაში ინვესტიცია, არის ფულის გამოყენების საუკეთესო გზა, რომელიც შეცვლის თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს.
ცოდნა, რომელიც გაქვთ, გეხმარებათ იპოვოთ საკუთარი ადგილი სამყაროში. ის სრულიად ცვლის თქვენს რწმენებს და იმას, თუ როგორ ექცევით სხვა ადამიანებს (და საკუთარ თავს), განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მნიშვნელობას და გაძლევთ იმ მიზნებს, რომლებიც განსაზღვრავენ თქვენს მომავალს. თქვენი განათლების ხარისხი, ასევე განსაზღვრავს თქვენი უნარების მრავალფეროვნებას; საკუთარ თავის რწმენას; უნარს, ამოიცნოთ შესაძლებლობები და ძალას, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.
თუმცა, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ფორმალურ განათლებაზე, უფრო მეტიც, ჩვენ ზუსტად ამაზე არ ვსაუბრობთ! განათლების მიღება, შესაძლებელია აკადემიური სისტემის მიღმაც: წიგნების კითხვა, ფილმების ყურება, სემინარების მოსმენა, ტრენინგებში მონაწილეობა, სამყაროს შემეცნება და ფსიქოლოგიური თერაპიები – ეს ყველაფერი, განათლების მიღების გზაა. ამიტომ, არასოდეს დაინანოთ ფული და შეეცადეთ, ყოველდღიურად ისწავლოთ რამე ახალი.
#2 – იკვებეთ ჯანსაღად და მოერიდეთ უხარისხო საკვებს
ამ მშვენიერ გონებას და სხეულს, რომელშიც მთელი ცხოვრება უნდა გაატაროთ, ძალა სჭირდება. საკვები კი, მთავარი საწვავია. ის, თუ რას ჭამთ, გავლენას ახდენს თქვენს ენერგიაზე, განწყობაზე, აზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღების უნარზე. რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს თქვენს მთელ ცხოვრებაზე. ჯანსაღი კვება, არის თქვენი ახლანდელი და სამომავლო პრიორიტეტი.
#3 – იარეთ თერაპიაზე, რათა იპოვოთ თქვენი ცხოვრების მიზანი
რატომ არ ეხმარებით თქვენს გონებას, რომელიც გამუდმებით გეხმარებათ, რათა სწორად გაანაწილოთ პრიორიტეტები, ამოხსნათ დასახული ამოცანები და მიაღწიოთ ემოციურ წონასწორობას?
იმისთვის, რომ თერაპიაზე დაიწყოთ სიარული, საჭირო არ არის, რთული ბავშვობა ან სტრესული ცხოვრება გქონდეთ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ სურვილი, იყოთ ბედნიერი ადამიანი, რომელიც სწორად აანალიზებს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, არ ეშინია დაბრკოლებების და იცის, რომ გონება, მართალია ადამიანის ყველაზე დიდი ძალაა, მაგრამ შესაძლოა, ის მთავარი სისუსტეც გახდეს.