ნახატები, რომელთაც უბედურება მოაქვთ – ჯობს, მათი რეპროდუქციებიც არ ეკიდოს სახლში

0
794
32 Views

რსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში შესაძლოა უბედურების მომტანი აღმოჩნდეს ოჯახისთვის. მხატვრები ქმნიან ტილოებს, კოლექციონერები კი ამ ტილოებს აგროვებენ. ყველაზე ცნობილ მხატვრებსაც კი აქვთ ისეთი შედევრები, რომელთა გარშემოც უსიამოვნო საუბარი დღემდე აქტუალურია. არც ისე ცოტა ტილოა მსოფლიოში, რომლებიც უბედურების მომტანად მიიჩნევა. ამჯერად რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით.

უცნობი ქალი

ივან კრამსკის მიერ დახატული ამ უცნობი ქალის იდუმალი მზერა დროთა განმავლობაში საშიშად იქნა მიჩნეული. ამბობენ, რომ ვისაც კი ეს ტილო ჰქონია, ყველას პრობლემა შეექმნა ოჯახში, ზოგი ცოლმა მიატოვა,

ზოგს სახლი დაეწვა… თუმცა ნახატი
გადარჩა.

ვენერა სარკით

ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დიეგო ველასკესის ამ ტილოს უბედურება მოჰქონდა თავისი მფლობელებისთვის, სანამ ის დანით არ დაჭრეს ლონდონის გალერეაში, რის შემდეგაც ამ საბედისწერო შედევრმა თავისი ძალა დაკარგა. თუმცა ამბობენ, რომ რეპროდუქციაც არ არის დიდად ბედნიერების მომტანი მისთვის, ვისაც ის სახლში უკიდია.

მტირალი ბიჭუნა

ჯოვანი ბრაგოლინის ეს ტილო გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა და ყველა გააოცა თავისი რეალისტურობით. ამბობდნენ, რომ ეს ნახატი მხატვარმა უბრალოდ როდი შექმნა, ის საკუთარ შვილს აშინებდა, სახესთან ასანთს უნთებდა, რისიც ბიჭუნას ძალიან ეშინოდა. ტილო ძალიან პოპულარული გახდა, მისი რეპროდუქციული ნამუშევრები ბევრ ოჯახში ეკიდა და გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ოჯახებში ჩნდებოდა ხანძრები. შესაძლოა ამ დამთხვევებისთვის ყურადღება არავის მიექცია, რომ არა ერთი დეტალი – ყველა ოჯახში ნახატი უვნებელი რჩებოდა. ამ ფაქტს დიდი ამბავი მოჰყვა, მოხალისეებმა ყველა ნახატი ერთად შეკრიბეს და დაწვეს, თუმცა ორიგინალი მაინც გადარჩა და ერთ-ერთ კერძო კოლექციაში ინახება.

Cesko