თეა წულუკიანი: ეკა გიგაურს მრავალი წელია, ხელში აქვს ჩაგდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც იყენებს და სხვებს აყენებინებს პოლიტიკური მიზნებისთვის

November 1, 18:39
0
281

ეკა გიგაურს მრავალი წელია, ხელში აქვს ჩაგდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც იყენებს და სხვებს აყენებინებს პოლიტიკური მიზნებისთვის, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ეკა გიგაური რომ ელენე ხოშტარიას რუსულ შემოსავლებს არ ჩაუღრმავდება ეს მისგან გასაკვირი არ არის, რადგან ის არის მათი პოლიტიკური დაჯგუფების წევრი, მრავალი წელია ხელში აქვს ჩაგდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც იყენებს და სხვებს აყენებინებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ ხელმძღვანელის პირობებში, რეალურად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ბოლო წლებში, ძალიან სწრაფი ტემპით დაინგრა და განადგურდა მისი რეპუტაცია სწორედ ასეთი შერჩევითი მიდგომებით. დიახ, ისინი უკვე რამდენიმე წელია ყალიბდებიან პოლიტიკურ პარტიებად. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა საქართველოში არასამთავრობო სექტორისთვის და მისი სიჯანსაღისთვის“,- აღნიშნა წულუკიანმა.

მესამე სექტორის წევრები შეიკრიბნენ, რუსულ ფულზე, პოლიტიკურ პარტიებსა და დაფინასნების წყაროებზე იმსჯელეს, თუმცა ელენე ხოშტარია მათ კვლევაში არ მოხვდა. რუსეთიდან დაფინანსება თავად ხოშტარიამ აღიარა, თუმცა არ აღიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ნაწილმა თქვა, რომ ინფორმაცია არ აქვს, ნაწილმა კი თავი იმით იმართლა, რომ ხოშტარიას რუსული რუბლები პირადი ფულია და არა პარტიის დაფინანსება.

Cesko