34 Views
აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ერთ-ერთი სკოლის 35 წლის მასწავლებელს მოსწავლესთან განმეორებითი სქესობრივი კავშირის გამო, 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ WDUN-ი წერს.
ლესლი ტაკერ ტერელი, არასრულწოვანთან სექსუალური კონქტაქის მუხლით, პირველად 2021 წლის 18 მარტს დააკავეს. ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა 2 თვის შემდეგ ისევ დააკავეს.
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მასწავლებელმა იმავე მოსაწავლესთან დაამყარა სქერობრივი კავშირი.
2022 წლის ოქტომბერში ტერელმა ბრალი აღიარა. მას პირველ ეპიზოდში 20-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა, მეორე ეპიზოდის გამო კი, 10 წელი მიუსაჯეს. ყოფილი მასწავლებელი ციხეში მინიმუმ 16 წელს გაატარებს, დანარჩენი სასჯელი კი პირობითი იქნება, თუკი ის ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობებს არ დაარღვევს.