„ისრაელი მტკიცედ დგას უკრაინის ხალხის გვერდით“ – ისრაელის პრემიერ-მინისტრი

March 27, 18:25
0
311

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინელი ხალხის მხარეს“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინაში ომს, ისრაელი მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და აპირებს გააგრძელოს ეს ძალისხმევა უკრაინელი ხალხის ტანჯვის შესამცირებლად და სისხლის ღვრის დასასრულებლად“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ბენეტმა, ასევე, ისაუბრა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ საველე ჰოსპიტალზე, რომელიც ისრაელის მთავრობამ უკრაინაში გაგზავნა.

„ჩვენ უკვე გავაგზავნეთ უმაღლესი დონის სამედიცინო გუნდები უკრაინის დასავლეთ ნაწილში მოწინავე საველე ჰოსპიტლის შესაქმნელად. როგორც შემატყობინეს, ისინი უკვე უვლიდნენ და მკურნალობდნენ 500-ზე მეტ პაციენტს. ზუსტად ამ წუთში ექიმები და ექთნები გაჭირვებულთა სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. ვამაყობ იმით, რასაც ისრაელი აკეთებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – დასძენს ნაფტალი ბენეტი.

Cesko