“მანანა თოდაძე, ბაბი კირკიტაძე..” – ცნობილია “ცეკვავენ ვარსკვლავების” ყველა მონაწილის ვინაობა

October 31, 23:23
0
1451

სატელევიზიო პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოცეკვავე წყვილების ვინაობა ცნობილია.

პროექტის მონაწილე წყვილები არიან:

მომღერალი მანანა თოდაძე და მოცეკვავე ნოდო ჯანიაშვილი;

ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი და მოცეკვავე კარინა ლისენკო;

მოდელი და ფიტნესინსტრუქტორი ვანესა გუტიერესი და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი;

მომღერალი, ტელეწამყვანი ოლგა პოლიაკოვა და მოცეკვავე მაქსიმ ეჟოვი;

მომღერალი ბაბი კირკიტაძე და მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი;

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე და მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი;

საოპერო მომღერალი ლადო ათონელი და მოცეკვავე ირა კვიტინსკაია;

მომღერალი თათა გიორგობიანი და მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე;

მსახიობი გიორგი ცაავა და მოცეკვავე მზია ორველაშვილი;

მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკო ნანიტაშვილი და მოცეკვავე ელენე დავითაია;

მსახიობი, ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი და მოცეკვავე ირაკლი ძაძამია;

ტიკტოკერი ალესანდრო კარუზო და მოცეკვავე ანა ბირთველიშვილი;

ჟიურის წევრები არიან – გოჩა ჩერტკოევი, ირაკლი მაქაცარია და სოფო შევარდნაძე

Cesko