“სიგიჟეა ის, რაც ვქენი… ქალებო, გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში” – ირინა ონაშვილი მიმართვას ავრცელებს

October 31, 14:08
0
308

მოდელი, ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წარმატებაზე წერს, რომელიც მან მევლუდ ემლაძესთან ერთად Motorsport 2022 წლის FIA Games-ის რბოლაში მიაღწია.


“სიგიჟეა ის რაც ვქენი..და ეს ყველაფერი მევლუდ მელაძის ამ კაცის დამსახურებაა. მადლობა ნდობისთვის! ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის, აგაფორიაქეთ, გპირდებით მეტჯერ აღარ ვიზამ.
ქალებო გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში.
პ.ს. ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას გთხოვთ”, – წერს ირინა ონაშვილი.

შეგახსენებთ, რომ Motorsport Games-ზე Fia საქართველომ ისტორიულ შედეგს მოაღწია. კერძოდ, მევლუდ ემლაძისა და ირინა ონაშვილის წყვილმა მე-3 ადგილი დაიკავა.

Cesko