დღეს ბადრი პატარკაციშვილს 67 წელი შეუსრულდებოდა

0
337
21 Views

დღეს ბადრი პატარკაციშვილს 67 წელი შეუსრულდებოდა. ის „ტელეიმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი – კომპანია „ტელეიმედი“ ბიზნესმენს 2007 წელს, დარბევის შემდეგ წაართვეს და პატარკაციშვილების ოჯახს მხოლოდ 2012 წელს დაუბრუნეს.

ამ დრომდე, ბურუსითაა მოცული პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმეც. მართალია, ოფიციალური ვერსიით, მიზეზად გულის იშემიური დაავადება დასახელდა, თუმცა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე ფარული ჩანაწერები გაავრცელა და კუდის ოთხ ყოფილ ჩინოსანს ბრალი წარუდგინა.

Cesko