ჩემი მიგნება დიდი ბრიტანეთის მიერ “დიდი თამაშის” აღდგენის შესახებ, რომელიც გავახმიანე აზერბაიჯან- სომხეთის ბოლო ომის შემდეგ, როცა გასაგები გახდა ბრიტანეთ-თურქეთის კავშირის აღდგენისა და ბრიტანელების არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში გააქტიურების შესახებ (მათ შორის, ახლა საქართველოშიც ძალიან გააქტიურდნენ!).
ბრექსიტი დიდი ბრიტანეთის ამ დიდი პოლიტიკის შემადგენელი და ზუსტად გათვლილი ნაბიჯი იყო! არაერთხელ მივუთითე მთლიანობაში ანგლო-საქსური ელიტის არაერთგვაროვნებაზე და აშკარად დანახულ წინააღმდეგოაბაზე ბრიტანულ ელიტასა და ამერიკულ ელიტას შორის!
ახლა ეს ა შ კ ა რ ა ა : ბრიტანელები სხვა გლობალურ კონცეფციას ახორციელებენ და მისი მიზანი არა მხოლოდ ბრიტანეთის დიდ პოლიტიკაში მთავარ მოთამაშედ დაბრუნებაა, არამედ სხვა კონცეფციის საფუძველზე, მართვის სხვა მოდელის შეთავაზებაა, ვიდრე ეს ბრიტანეთის იმპერიას ჰქონდა! და ეს ა ხ ა ლ ი მოდელი, შეიძლება, მომხიბვლელი აღმოჩნდეს არაერთი სახელმწიფოსთვის (დეტალურად ამაზე დავწერ მოგვიანებით). ინდოელი რიში სუნაკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ამ ახალი გეოსტრატეგიული კონცეფციის ფარგლებში მოხდა და მომენტალურად მივუთით კიდეც, – ინდოეთის ახლანდელი ორბიტიდან გამოყვანაა-თქო, თუმცა, შინაარსობრივად უფრო რღრმა ნაბიჯია და ახალი ურთიერთობების აგება უდევს საფუძვლად! ბრიტანეთის ახალი კონცეფცია უპირისპირდება ამერიკული ელიტის კონცეფციას, გობალური მართვისა და მის ინსტრუმენტად ნეო-ლიბერალური იდეოლოგიის გამოყენებას, რომელიც იმანენტურად გულისხმობს ერთი კულტურული მოდელის ქვეშ სხვათა დამორჩილება- მართვას! ბრიტანული ელიტა სხვა გზას ირჩევს! ინდოეთის მიმართ ყურადღება ფაქტობრივად მინიშნებაა ყველასთვის, შეზღუდვის გარეშე”.
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში; სოცქსელი