29 Views
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა, ირაკლი ხახუბიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მომხდარ საზარელ შემთხვევას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი შორენა მირცხულავა ეხმიანება და წერს:
წავიდა ბექასთან!!!
ბექა რომ მოგიკლეს მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო!!!
უმწეოთა და ობოლთა დამპურებელო ირაკლი ხახუბია!!!“- წერს შორენა მირცხულავა.
შეგახსენებთ, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახს, ტრაგედია თავს 2017 წელს დაატყდა. ირაკლი ხახუბიას შვილს 21 წლის ბექა ხახუბიას პოლიციამ გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გადაუკეტა გზა, რა დროსაც 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.