„ჩვენ რომ დაგვძინებოდა, დღეს არც ჩემი ცოლი იქნებოდა ცოცხალი და არც მე…“ – რა შეემთხვა ვახო ბიჭიკაშვილსა და მის ორსულ მეუღლეს

0
655
21 Views

იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი ჟურნალ „სარკესთან” იხსენებს მძიმე შემთხვევას, რომელიც მას და მის ორსულ მეუღლეს, სოფო რევიას გადახდათ თავს:

„სოფო მაშინ სამი თვის ფეხმძიმე იყო. გოთუას ქუჩაზე ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში. სამსახურიდან დაღლილი მოვედი და წამოვწექი, სოფო აბაზანაში შევიდა. უცებ მისი კივილი გავიგონე, წყალი შემომაწოდეო… მეც ვხვდებოდი, რომ კარგად ვერ ვიყავი. ვერც ერთი მივხვდით, რა გვჭირდა. ვთხოვე, გულის წამალი მოეტანა. მითხრა, ძალიან ცუდად ვარო. სოფო გულწასული დაეცა. რაღაც ძალამ, ალბათ, უფალმა, წამომაყენა, მასთან მივედი და მთელი ძალით ვურტყამდი, რომ გონზე მომეყვანა. როგორღაც აივნამდე მივიყვანე, რომ სუფთა ჰაერი შემოსულიყო. ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი, რომ სოფო და ბავშვი გადარჩენილიყვნენ.

თვალი რომ გაახილა და გხედავო, მითხრა, მაშინ დავმშვიდდი. მერე როგორღაც მეზობელთან მივფოფხდი, მიშველეთ-მეთქი და სასწრაფო დახმარება მოვიდა. გადასხმები გაგვიკეთეს და საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ჩვენ რომ დაგვძინებოდა, დღეს არც ჩემი ცოლი იქნებოდა ცოცხალი და არც მე”.

Cesko