CIA-ს დირექტორი უკრაინას საიდუმლოდ ეწვია – CNN

0
389
24 Views

„აშშ-ის  სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ბილ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინას საიდუმლოდ ეწვია, იმისთვის რომ უკრაინის პრეზიდენტს  ზელენსკის შეხვედროდა და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხები განეხილა. როგორც ჩანს ომი შემდეგ წელსაც გაგრძელდება“, – ამის შესახებ CNN ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ბილ ბერნსმა უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

წყაროებმა ბერნსის უკრაინაში ვიზიტის შესახებ დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს.

ამასთან, ბერნსმა და სხვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი ვერ ხედავენ რაიმე მტკიცებულებას იმისა, რომ მოსკოვი აქტიურად ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, თუმცა აცხადებენ, რომ რისკი კვლავ მაღალია.

Cesko