23 Views
გაერთიანებული სამეფოს მონარქი, დედოფალ ელისაბედ მეორის ვაჟი ჩარლზ მესამე დედისგან მემკვიდრეობით მიღებულ 14 სადოღე ცხენს ჰყიდის, – ამის შესახებ BBC წერს.
„ამაში უჩვეულო არაფერია. ისინი ყოველწლიურად ჰყიდიან ცხენებს. დედოფალს თავისი ცხენები ჰყავდა, ამრავლებდა და ჰყიდდა, ყველას ვერ დაიტოვებ. დედოფლის ცხენების გაყიდვა სამეფო ოჯახის დოღთან კავშირის დასასრულს არ ნიშნავს“, – ამბობს აუქციონის სახლის, Tattersall’s-ის სპიკერი.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფოს მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.