“ექსპერტმა, შუა სადარბაზო ამოვიღოთ კორპუსიდანო… გეგონება ტორტია და უნდა ამოჭრა!” – ნინო სტურუა

October 23, 21:29
0
328

ჟურნალისტი, ნინო სტურუა:

“დიდი მადლობა ბატონო მერო! Kakha Kaladze დიდი მადლობა თბილისის მერიას!!! გამგეობასაც!! თბილისის მერია / Tbilisi City Hall
15 წელია ოთხ სადარბაზოიანი ავარიული სახლი ინგრევა ქალაქის ცენტრში.
15 წელია ყველა დროის მთავრობას ვემუდარებით სახლის გამაგრებს და მიუხედავად მესამე ხარისხის ავარიულობისა, არასოდეს არ მოიძებნა ფული.
თუმცა, ის რაც დღეს მოხდა, ამან ყველა მოლოდინს გადააჭარბა!!!!!
მოვიდა მორიგი ექსპერტი, მორიგ ჯერზე დაგვათვალიერა და დაასკვნა:
” კიო, ნამდვილად მძიმე ამბავში ხართო, ნამდვილად ავარიულიაო. ხოდა გთავაზობთო, ის სადარბაზო, რომელიც ყველაზე ავარიულია, ის ამოვიღოთო და მერე ვნახოთო…
შუიდან ანუ!!! შუა სადარბაზოს ამოღებაზეა საუბარი !!!!
გეგონება ტორტია და უნდა ამოჭრა!!!
თუ არაო და რავიციო, სანამ გაძლებთო რაა…
ხოდა, მადლობის მეტი რა გვეთქმის ბატონო მერო.
ან ვის აინტერესებს რო???
ჯვარი გვწერია და მოხდება მორიგი უბედურება, დატრიალდება მორიგი 2-3 დღიანი მითქმა ფბ -ზე და მერე დაველოდებით კიდე მორიგ უბედურებას….”
Cesko