„ჩვენი ოჯახის 10 წელი“ – გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ (+ფოტო)

October 23, 17:46
0
501

მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების” სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება.

გარდა გიგი დედალამაზიშვილის კარიერული წარმატებისა, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს. მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია.

წყვილმა ერთმანეთი 2011 წელს კიევში გაიცნო და მალევე იქორწინა. „16-დან 20 წლამდე ჩემმა ცხოვრებამ ყოველდღიურ გადაღებებში ჩაიარა და უცბად, ბრახ! – მე მას შევხვდი. გიგიმ თავი შემაყვარა, საკუთარი ნებით ჩავხტი

ტომარაში და გავფრინდი საქართველოში” – ამბობდა მარინა. 2015 წელს მათ პირველი შვილი, ლიზი შეეძინათ. ოთხი წლის შემდეგ, 2019 წლის 27 იანვარს კი, მარინა და გიგი მეორედ, ამჯერად ბიჭის მშობლები გახდნენ. პატარას ნიკოლოზი დაარქვეს.

ამჯერად წყვილი ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს – ” ათი წელი – ერთი ოჯახი” – წერს მარინა სოციალურ ქსელში და ოჯახურ კადრებს აქვეყნებს.

Cesko