“ჩემი პირველი ეთერი სიკვდილამდე მემახსოვრება, საშინელება ხდებოდა, ისე მეცოდება ხოლმე ჩემი თავი…” – რა ისტორიას იხსენებს ინგა გრიგოლია?

0
392
17 Views

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „პირველის” გადაცემა „შუადღე ლაივში” იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მის პროფესიაზე ისაუბრა. ინგა გრიგოლიამ გაიხსენა თავისი პირველი ეთერიც.

„ჩემი პირველი ეთერი სიკვდილამდე მემახსოვრება. 1999 წელს იყო. კოტე გაბაშვილი იყო ჩემი პირველი სტუმარი.

ძალიან ბევრი წელი სიზმარს ვნახულობდი, რომ საათი წიკწიკებს „ღამის მოამბის” ქუდი გადის და არ მაქვს გადაცემა მოსწრებული.

სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ეთერში. როდესაც პირველად, პირდაპირ ეთერში დამსვეს მთელი ქვეყანა შოკში იყო, რადგან მანამდე იჯდა თოჯინის გარეგნობის, ძალიან ლამაზი დიქტორი და უცებ ვიღაც გიჟი, გადარეული გოგო შეაგდეს ეთერში.

ისედაც მაღალი ხმის ტემბრი მაქვს და პირველ გადაცემაზე საშინელება ხდებოდა. როცა ვუყურებ, ისე მეცოდება ხოლმე ჩემი თავი.

მეორე თუ მესამე ეთერი იყო და წაიშალა ყველაფერი… ყურში მეუბნებიან, არც ქუდი გვაქვს, არც ტიხრები და არაფერი და შედი ეთერშიო. ედუარდ შევარდნაძე მყავდა სტუმრად, პრეზიდენტი იყო, უცებ მომადგა ცრემლები და ყურში რომ მითხრეს ეთერში ხარო, გავაგრძელე”, – ამბობს ინგა გრიგოლია.

Cesko