წყნეთში მომხდარი მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება – მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს დაზიანებები აღენიშნება

0
674
62 Views

წყნეთში მომხდარი მკვლელობა – ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ დეტექტივს, ერიკ წურწუმიას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ეს მაშინ, როცა გამოძიება და თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ საბედისწერო გასროლამდე ბრალდებულსა და მოკლულს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა.

“მას გააჩნია დაზიანებები, რომელის აღქმაც თვალით შესაძლებელია. რაც შეეხებს ფსიქოლოგიურ მდგიომარეობას, ის ძალიან მძიმედაა. ჩვენ ვაპირებთ ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვოთ. ის დეტალურად გააკეთებს განცხადებებს დაზიანებების მიღების პირობებსა და ვითარებაზე. დაზიანებებიმიღება  დაკავების  პროცესს არ უკავშირდება. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ბრალდებული თავად მოახსენებს საკუთარ პოზიციას სასამართლოს. ის გამოკითხული არ არის. მას მხოლოდ ბრალი წარედგინა”- აცხადებს დაკავებულის უფლებადამცველი, ირაკლი ჩომახაშვილი. 

ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, იცნობდა თუ არა ერიკ წუწუმია გარდაცვლილ ზურა გველესიანს და მიაყენე თუ არა 32 წლის კაცმა დაზიანებები. “ტვ პირველი” დაინტერესდა, დაიკითხა თუ არა წყნეთის პოლიციის უფროსი, რომლიც შემთხვევისას გუდიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა და დაკავების ოპერაციას ავტომობილიდან უყურებდა.

ტვ. პირველი

Cesko