ჰოლივუდის მსახიობი, კევინ სპეისი უდანაშაულოდ ცნეს სექსუალური შევიწროების საქმეზე, რომელშიც მას ასევე მსახიობი ენტონი რეპი ადანაშაულებდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მანჰეტენის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა 2-კვირიანი განხილვის შემდეგ ვერდიქტი გამოიტანეს, რომლის თანახმადაც რეპმა ვერ შეეძლო დაემტკიცებინა, რომ სპეისმა მისი შევიწროება ნამდვილად სცადა.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ, ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო სპეისის უდანაშაულოდ გამოცხადების ფორმალური გადაწყვეტილება და საქმე დახურა.
გამოცემა Buzzfeed News-ის ინფორმაციით, რაპმა და სპეისიმ ერთმანეთი 1986 წელს გაიცნეს, როდესაც ორივე ბროდვეის შოუში მონაწილეობდა. მაშინ რაპი 14 წლის იყო, სპეისი კი 26-ის. როგორც რაპი ყვება, სპეისიმ ის საკუთარ ბინაში დაპატიჟა და მასთან კავშირის დამყარებას შეეცადა.