“მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე” – კახა კალაძე

0
546
34 Views

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მისი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად არის, პასუხი აგოს კანონის წინაშე.

ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო.

“მე არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი, ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ.

მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე.

ჩემთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები,” – განაცხადა კახა კალაძემ.

Cesko