„ატყდა ამბავი, არათბილისელებს შეურაცხყოფას გვაყენებსო… გაატარეთ და ნუ იგესლებით“ – თემურ თათარაშვილის ირგვლივ სკანდალი გრძელდება

October 17, 17:54
0
522

13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამწუხარო ინციდენტში საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქალაქ თბილისის მერს კახი კალაძეს ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვენ.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მომღერალი თემურ თათარაშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ არათბილისელებს არ აქვთ უფლება მერის გადადგომა მოითხოვონ.

თემურ თათარაშვილის პოსტს, რომელიც მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მისი მიმართულებით ბევრი ნეგატიური კომენტარი დაიწერა, რის გამოც მომღერალს აღნიშნული სტატუსის წაშლა მოუწია.

„უამრავი მეგობარი მყავს არათბილისელი და ძალიან მიყვარს, უბრალოდ ხვალ იმ მიტინგზე გადაუმოწმონ მომიტინგეებს საბუთი და ნახონ, რამდენი არათბილისელი ითხოვს თბილისის მერის გადადგომას. რა უფლებით? არ უნდა გადადგეს კახი”, – წერდა თემურ თათარაშვილი.

პოსტის წაშლის შემდეგ, მომღერალმა თემურ თათარაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ვისაც წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვს, მისი ნათქვამი უნდა გაატაროს.

როგორც თავად ამბობს, მას შეურაცხყოფა არც თბილისელებისთვის და არც ჩამოსულებისთვის არ მიუყენებია.

„გუშინ დავწერე, რომ ბევრი მყავს არა თბილისელი მეგობარი და ყველა მიყვარს. ატყდა ამბავი, არა თბილისელებს შეურაცხყოფას გვაყენებს თათარაშვილიო. წაკითხულიდან თუ ვერ გამოგაქვთ აზრი, გაატარეთ და ნუ იგესლებით!”, – წერს თემურ თათარაშვილი.

“დაიჯესტი”

Cesko