20 Views
“უამრავი მეგობარი მყავს არათბილისელი და ძალიან მიყვარს, უბრალოდ იმ მიტინგზე გადაუმოწმონ მომიტინგეებს საბუთი და ნახონ რამდენი არათბილისელი ითხოვს თბილისის მერის გადადგომას. რა უფლებით?”, – ამის შესახებ მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, თბილისის მერიასთან, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მართავენ.
ადგილზე შეკრებილების აზრით, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სხვა პირებთან ერთად კახა კალაძემაც უნდა აიღოს. შეძახილების გარდა, ისმის საყვირების ხმა.